ფეხბურთი

22:04 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" კლევერლის ახალ კონტრაქტს სთავაზობს

goal.com- ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, ნახევარმცველ ტომ კლევერლის ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, ინგლისელ ფეხბურთელს კვირაში ანაზღაურების სახით 68 000 ევრო ექნება.

ბოლოდროინდელი ინფორმაციით, "მანჩესტერიდან" წამსვლელთა სიაში 25 წლის ინგლისელი ფეხბურთელიც იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ვან გაალმა დაკვირვების შემდეგ, კლევერლის შენარჩუნება გადაწყვიტა.

"წითელი ეშმაკების" აკადემიის აღზრდილი მოთამაშე "მანჩესტერის" მთავარი გუნდის მაისურით 2008 წლიდან ასპარეზობს. სულ კლევერლიმ მანჩესტერელთა შემადგენლობაში 78 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა. წლების განმავლობაში, ნახევარმცველი "უიტფორდში", "ლესტერსა" და "უიგანში" იყო განათხოვრებული.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116845