გაიცანით “ვიქტორია სიქრეტის” კიდევ ერთი ულამაზესი მოდელი, პორტუგალიელი სარა სამპაიო. რომელსაც სამოდელო სამყაროში ამვლელ-ჩამვლელი ხალხი “პორტუგალიელ ირინა შეიკადაც” კი მოიხსენებენ. სარას სილამაზე და სიკისკისე მართლაც რომ თვალს ჭრის ყველას და როგორც სჩანს ამ ასულის პოპულარობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ სარა სამპაიო პორტუგალიელი ლამაზმანი გახლავთ და მის სამშობლოში ფეხბურთი სპორტის ნომერ პირველ სახეობად ითვლება, მშვენიერი სარას საყვარელი საფეხბურთო კლუბი ამერიკული “ნიუ იორკ ნიქსია”.
სარა სამპაიო (ისევე როგორც ცნობილ მოდელთა აბსოლუტური უმრავლესობა) საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებშია გადაბარგებული და როგორც ჩანს ნიუ იორკული კლუბიც სწორედ ამის შემდეგ შეუყვარდა. სარა თურმე ამ კლუბის მატჩებზეც ხშირად დადის და გულშემატკივრობისას არც ხმამაღლა წივილ-კივილზე იხევს უკან.







