ფეხბურთი

2:58 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდში რონალდუმ იმარჯვა, გალისიაში – “სელტამ”

გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურმა აიღო სტარტი, რომელიც შუა კვირაში სამ დღედაა დაყოფილი. მადრიდის “რეალმა” “ელჩეს” უმასპინძლა და იოლად 5:1 გაანადგურა. შეხვედრა მოულოდნელად დაიწყო და მე-15 წუთზე ალბაკარმა პენალტით ანგარიში გახსნა. სულ ეს იყო, რისი გაკეთებაც სტუმრებმა შეძლეს. მე-20 წუთზე ანგარიში გარეტ ბეილმა გაათანაბრა თავური დარტყმით, რასაც კრიშტიანო რონალდუს პოკერი მოჰყვა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, ორჯერ პენალტის ნიშნულიდან, ხოლო ამდენჯერვე თამაშიდან შეარხია ერერას კარის ბადე. მან შაბათს შესრულებულ ჰეთ-თრიკს, პოკერი მიაყოლა და ლა ლიგაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 9 გოლი დაუგროვდა უკვე. სულ კი, ყველა ტურნირზე ერთად, “რეალმა” ბოლო 3 შეხვედრაში 18 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ დღეს “ბლანკოსის” კარი პირველად დაიცვა კეილორ ნავასმა. 


ძალიან საინტერესო გამოდგა გალისიური დერბი. მიუხედავად რთული პერიოდისა, “დეპორტივომ” ბოლომდე იბრძოლა და ქულის აღება თავისუფლად შეეძლო. ანგარიში მე-4 წუთზე ნოლიტომ გახსნა ლარივეის პასით და პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარში, ჯერ ისააკ კუენკამ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ხოაკინ ლარივეიმ და ნოლიტომ როლები შეცვალეს და ამჯერად ესპანელმა გაატანინა არგენტინელ ფორვარდს. შეხვედრის გადარჩენა 89-ე წუთზე ჰარის მედუნჯანინს შეეძლო, რომელმაც შაბათისგან განსხვავებით, ამჯერად პენალტის გატანა ვერ მოახერხა და თავისი გუნდი დააღალატა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოსნიელს ცუდად არ დაურტყამს, მაგრამ საოცრად ითამაშა სერხიო ალვარესმა და “სელტას” 3 ქულა მოუპოვა – 2:1.

რეალი – ელჩე 5:1 (3:1)


მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, მარსელო, რამოსი (ნაჩო 82), ვარანე, კარვახალი (არბელოა 65), ილარამენდი, კროოსი, ისკო, რონალდუ, ბეილი, როდრიგესი (ერნანდესი 78).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

ელჩე (4-2-3-1): მ.ერერა, ლომბანი, პელეგრინი, სისმა, ალბაკარი, ა.გონსალესი (პასალიჩი 67), მოსკერა, კორო (ფაჟრი 61), ვ.როდრიგესი, ჯ.როდრიგესი (კ.ერერა 78), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0:1 ალბაკარი (15 პენ.), 1:1 ბეილი (20), 2:1;3:1;4:1;5:1 რონალდუ (28 პენ;32;80 პენ;92).
გაფრთხილებები: კარვახალი, მარსელო – ალბაკარი
მსაჯი: კლოს გომესი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 23(12)-10(3), ჯარიმა: 15-15, კუთხური: 8-2, თამაშგარე: 4-0, სეივი: 2-7

სელტა – დეპორტივო 2:1 (1:0)


ვიგო, “ესტადიო დე ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, პლანასი, ფონტასი, კაბრალი, მალიო ა.ლოპესი (ა.ფერნანდესი 67), კრონ-დელი (ს.გომესი 90), რადოხა, ნოლიტო (ჯონი 84), ორელიანა, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერისო

დეპორტივო (4-1-4-1): ლუქსი, სიდნეი, ლოპო, ლუისინიო, ლაურე (ჯ.როდრიგესი 78), ბერგენტინოსი, მედუნჯანინი, ფარინა (როჩე 85), კუენკა (კავალიერო 70), ხუანფრანი, პოშტიგა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი      

გოლები: 1:0 ნოლიტო (4), 1:1 კუენკა (55), 2:1 ლარივეი (72).
გაფრთხილებები: ფონტასი, ლარივეი, ორელიანა – ლუისინიო, ლაურე, სიდნეი
მსაჯი: კარლოს დელ სერო
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 11(4)-5(3), ჯარიმა: 15-15, კუთხური: 13-4, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-2

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 9. ბუენო (“რაიო ვალეკანო”), ბაკა (“სევილია”), ბეილი (”რეალი”) – 4.

ირაკლი ალიმბარაშვილი

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1774