თამაშგარე

12:17 | 14.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი მამა ვერ გახდა

იტალიელი ფეხბურთელი, ფლორენციის “ფიორენტინას“, მიუნხენის “ბაიერნის“, ტურინის “იუვენტუსის“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუკა ტონი და მისი მეგობარი გოგონა, მოდელი მარტა ჩეკეტო მოუთმენლად ელოდებოდნენ შვილის დაბადებას.
მაგრამ სამწუხროდ ბავშვი მკვდარი დაიბადა. წყვილი ძალიან განიცდის ამას და ახლობლებს და ჟურნალისტებს სთხოვენ, რაც შეიძლება გაგებით მოეკიდონ ამ სამწუხარო ფაქტს და როგორც სჩვევიათ, ზედმეტი ხმაური არ ატეხონ.
ლუკა ტონის ბოლო დროს საფეხბურთო კარიერაშიც ვერ ჰქონდა საქმე კარგად.  უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ხუთი კლუბი გამოიცვალა. ჯერ მიუნხენის “ბაიერნიდან“ იჯარით “რომაში“ გაანათხოვრეს, შემდეგ იქიდან “ჯენოაში“ გადავიდა, ხოლო 2011 წელს “იუვენტუსიდან“ დუბაის “ალ-ნასარში“ თამაშობს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168619