პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, ლუიშ ფიგუს მშვენიერი მეუღლე – ელენ სვედინი, სანამ ლუიშის თანამოსაყდრე გახდებოდა, მანამდე ცნობილი პორნო-ვარსკვლავი გახლდათ და როგორც ამბობენ, ფიგუს ელენი მას შემდეგ ჩაუვარდა გულში, რაც ეკრანზე ელენ სვედინის შესრულებით, ჟრჟოლვისმომგვრელი კადრები იხილა.
ეს ყველაფერი ადრე იყო, სანამ ლუისი ელენის ცოლად მოყვანას გადაწყვეტდა, თუმცა როგორც ჩანს, პორტუგალიელ ფეხბურთელს მაინც არ ასვენებს ცოლის არცთუ ნათელი წარსული. ამის დადასტურებაა ის, რომ ცოტა ხნის წინ, ლუიში თავის პირად აგენტთან ერთად ესტუმრა იმ სტუდიას, სადაც თავის დროზე ელენი მოღვაწეობდა. პორტუგალიელს სურს, რომ მთლიანად შეისყიდოს ყველა იმ ფილმის ჩვენების უფლება, სადაც მისი ცოლი მონაწილეობს და ამის მისაღწევად დიდი თანხის გადახდასაც არ დაერიდება.
სტუდიის მფლობელებს, ბუნებრივია, ძალიანაც აწყობთ ლუიშ ფიგუს ასეთი სარფიანი შეთავაზება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აღნიშნული ფილმების დიდი ნაწილი ადრევე გაიყიდა და თან გაიყიდა გავრცელების უფლებით. ანუ, ფიგუ კი შეიძენს ფილმების ორიგინალებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს მოუხერხებს მის გამავრცელებლებს, რადგან ინტერნეტში ფილმის “პირატული“ გზით მოხვედრა უკვე ნიშნავს, რომ მისი აკრძალვა თივის ზვინში ნემსის ძებნას დაემსგავსება. თუმცა, ელენ სვედინის ფილმები საკმაოდ ძველი გახლავთ და ისიც ადვილი შესაძლებელია, რომ მისი გავრცელებით, ინტერნეტის სივრცის პორნო-მეკობრეებმა თავი დიდად არც შეიწუხონ.







