თამაშგარე

16:41 | 3.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის ოლიმპიადას ჯეიმს ბონდი გახსნის

27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით, ლონდონში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გაიმართება, რომელთა გახსნისთვის ბრიტანულ ტელეარხებზე ჯეიმს ბონდზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოჩნდება. სიუჟეტის მიხედვით, რომელიც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის სამხატვრო ხელმძღვანელს - დენი ბოილს ეკუთვნის, ჯეიმს ბონდი (იგივე დენიელ კრეიგი) საიდუმლო დავალებას იღებს ინგლისის დედოფლისგან, რის შემდეგაც ვერტმფრენით ოლიმპიურ სტადიონთან მიჰყავთ, ვერტმფრენიდან სტადიონზე კი, აგენტი 007 პარაშუტით ეშვება. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ფილმში, რომელსაც “ჩამოსვლა” ჰქვია, თვით ინგლისის დედოფალი, ელისაბეტ II მიიღებს მონაწილეობს. აქვე გეტყვით, რომ “ბონდიანას” ნახევარი საუკუნე უსრულდება. მომდევნო ფილმი დენიელ კრეიგის მონაწილეობით, რომელსაც “ზეციდან ვარდნა” ერქმევა, შემოდგომაზე გამოვა ეკრანებზე.

 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172876