ფეხბურთი

19:29 | 4.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივი”: დიეგო თუ ვან დერ ვარტი?

მოსკოვის “ლოკომოტივი” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის – რაფაელ ვან დერ ვარტის შეძენითაა დაინტერესებული. Sports.ru-ს ცნობით, რუსები ჰოლანდიელის ტრანსფერს საკმაოდ სერიოზულად ეკიდებიან.
გარდა ამისა, მოსკოველეთა მთავარი სამიზნე ბრაზილიელი პლეიმეიკერი დიეგოა და უპირველესად, “ლოკომოტივი” ამ ფეხბურთელის ტრანსფერზე იმუშავებს. შეიძლება ითქვას, რომ “ტოტენჰემის” შუახაზელი სწორედ მისი ალტერნატივაა.
ცნობისათვის, ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში, ვან დერ ვარტმა 33 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი მიითვალა. ევრო 2012-ზე, მან თავი პორტუგალიის ნაკრების კარში გატანილი გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.177531