ფეხბურთი

21:37 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლივერპულმა” ორიჯი “ლილში” გაანათხოვრა

“ლივერპულმა” ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი დივოკ ორიჯი, რომელშიც “ლილს” 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა, კვლავ ფრანგულ კლუბში გაანათხოვრა.

“ჩემი აზრით, იგი მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდაა. 19 წლის ასაკში, მსოფლიო ჩემპიონატის სცენაზე “შევარდა”, მაგრამ მას თვალს ადრეც ვადევნებდით, როდესაც ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. ის “ლილში” დაბრუნდება და მომავალ სეზონს იჯარით ითამაშებს. მასთან კონტრაქტის გაფორმებით, საუცხოო მოთამაშე შევიძინეთ. ვფიქრობ, ტოპ-მოთამაშედ ჩამოსაყალიბებლად, ორიჯის ყველა თვისება აქვს” – იუწყება “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ბრენდან როჯერსის სიტყვებს ბრიტანული მედია.

“ძალიან მიხარია, რომ ისეთ დიდ კლუბს შევუერთდი, როგორიც “ლივერპულია”. ვიცი, რომ მას შესანიშნავი გულშემატკივრები და ბევრი საუცხოო მოთამაშე ჰყავს. ჩემთვის “ლივერპული” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და ძალიან მიხარია, რომ ამ ისტორიის ნაწილი გავხდი”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109839