თამაშგარე

16:34 | 18.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

”ლივერპული” და ბრედი

ჰოლივუდის მეგა-ვარსკვლავმა, ბრედ პიტმა ცოტა ხნის წინათ აღიარა, რომ იგი და მისი ოჯახის ყველა წევრი, ინგლისური ”ლივერპულის” თავგადაკლული ქომაგები არიან და დიდი იმედი აქვთ, რომ როი ჰოჯსონის მწვრთნელობისას, ”წითლებს” ძველი დიდება დაუბრუნდებათ.
როგორც აღმოჩნდა, პოპულარული მსახიობის ბავშვობის ოცნება ”ლივერპულის” თამაშებზე დასწრება ყოფილა და როდესაც ბრედმა უკვე დიდობაში ეს ოცნება აისრულა, როგორც მსახიობი ამბობს, მასზე ბედნიერი იმ დროს თურმე არავინ იყო.
”ლივერპული” მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის. ის ფილოსოფიაა. ის უფრო მეტია ვიდრე ფეხბურთი და საერთოდ სპორტი. ჰოლივუდში ფეხბურთი დღეს უკვე ბევრ მსახიობს უყვარს, თუმცა, მათი უმეტესობა, როგორც წესი, ესპანურ გუნდებს ქომაგობენ. მე ყოველთვის ინგლისური ფეხბურთი მიზიდავდა და ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ”ლივერპულის” ერთ თამაშსაც კი არ ვტოვებდი.
ახლა ჩემი რთული სამუშაო გრაფიკის გამო, ამ გუნდის თამაშებს, სამწუხაროდ, ძველებურად ხშირად ვეღარ ვუყურებ, მაგრამ თუ შანსი მომეცემა, ვცდილობ, თავისუფალი დრო ”ლივერპულის” თუნდაც ძველი თამაშების ჩანაწერების ცქერაში გავატარო” – ამბობს ”წითლებზე” შეყვარებული ბრედ პიტი.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09178