ცნობილი მორაგბის – დენი ჩიპრიანის ყოფილი შეყვარებული, 25 წლის ცნობილი მსახიობი ლინდსი ლოჰანი ჩხუბს არ ეშვება.
ორიოდე დღის წინ, დასავლეთ ჰოლივუდის პოლიციაში უცნობმა გოგონამ საჩივარი შეიტანა, რომლის თანახმადაც ლოჰანმა მას ერთ-ერთ ბარში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზარალებულის თქმით, ლინდსი მეგობრებთან ერთად ერთობოდა, როცა გოგონამ მის ერთ-ერთ მეგობარს დაუწყო არშიყი. ამ ფაქტმა მსახიობი ძალიან გააღიზიანა და “მოარშიყე” სასტიკად დასაჯა.
ლოჰანის წარმომადგენელი სტივ ხონიგი ირწმუნება, რომ ხსენებული საჩივარი უბრალო ცილისწამებაა: “ეს შემთხვევა ტიპური მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ადამიანები ფულის ან 15-წუთიანი პოპულარობის გამოძალვას, ან კიდევ უარესი – ორივეს ერთად. განცხადებაში ნათქვამი არცერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ლინდსი ინცინდენტის დროს სახლში იყო და ტელევიზორს უყურებდა”.
აღსანიშნავია, რომ ლოჰანისთვის ეს პირველი ბრალდება არაა. ლინდსი მრავალჯერ იყო დაკავებული მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის, ქურდობისთვის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის და სხვა წვრილმანი დანაშაულისთვის.







