ბოლო დროს, ბევრი სახელოვანი თუ უსახელო სპორტსმენი ვერ უძლებს ცდუნებას და დოპინგის მიღებით ცდილობს კარიერაში უფრო დიდ მწვერვალებს მიაღწიოს. ამიტომაცაა, რომ დოპინგ ოფიცრები ხშირად უტარებენ სპორტსმენებს ანალიზებს და ამით ყველა სპორტსმენს აფრთხილებენ ხელი არ წაუცდეთ დოპინგზე.
სულ რამდენიმე ხნის წინ, ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ, დაჯილდოვების ცერემონიალზე, 2010 წლის ოლიმპიური ჩემპიონი სამთო სათხილამურო სპორტში, მშვენიერი ლინდსი ვონი მიიწვია. ეს ჩვეულებრივი საღამო იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ცერემონიის დროს დოპინგ-ოფიცრებმა სახელოვან სპორტსმენს დოპინგ-ტესტის ჩაბარება მოსთხოვეს და იქვე აუღეს საჭირო ანალიზები. საბედნიეროდ პასუხი უარყოფითი არმოჩნდა.
მართალია ლინდსეი ვონს ოთხჯერ აქვს აღებული მსოფლიო თასი, მაგრამ ამ ყველაფერს გაგებით მოეკიდა და ამით თავის კოლეგებს მაგალითი მისცა, რომ დოპინგის გარეშე, თავდაუზოგავი შრომით შესაძლებელია წარმატებული კარიერის პიკზე ყოფნა.







