ფეხბურთი

18:37 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი საქართველოზე: "ჩვენი კონკურენტები იქნებიან"

მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში პოლონეთის ნაკრების შანსებზე ისაუბრა. მან საქართველოც ახსენა:

"ჩვენ არ ვართ ესპანეთი და გერმანია. ვიცით, რა ბრძოლები გველის ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. გერმანია აშკარა ფავორიტია, ჩვენი კონკურენტები კი იქნებიან შოტლანდია და საქართველო. ჩვენ წინა შესარჩევში მწარე გაკვეთილი ჩაგვიტარეს, როცა უაზროდ ვფლანგეთ ქულები".

ლევანდოვსკის რატომღაც არ უხსენებია ირლანდიის ნაკრები.

შეგახსენებთ, პოლონეთი-საქართველო 3 წლის წინ ამხანაგურში შეხვდნენ ერთმანეთს ქალაქ ლუბინში. მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. ქართველებს ის ერთადერთი გოლი იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ გაუტანა ლევანდოვსკის პასით.   

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115944