ფეხბურთი

17:02 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი სანაკრებო ისტორიაში მეორე ბომბარდირია

რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებს შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

მან ეს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტართან მოგებულ (7:0) მატჩში გატანილი ოთხი გოლის წყალობით მოახერხა.

ლევანდოვსკიმ წარსულში პოლონეთის ნაკრების ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს გაასწრო, როგორიც დარიუშ ძეკანოვსკი, ები სმოლიარეკი (20-20 გოლი) და ერნესტ ვილიმოვსკი (21) არიან.

ამჟამად, ლევანდოვსკის მონაგარი 63 მატჩში 23 გოლია. ის მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება პოლონეთის საფეხბურთო კავშირის მოქმედ პრეზიდენტ ზბიგნევ ბონეკს. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077201