ფეხბურთი

18:12 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "დორტმუნდისთვის" ყველაფერს გავაკეთებ"

როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდის "ბორუსიის" თავდამსხმელს რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნში" გადასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს. თუმცა მანამდე, Bild-თან საუბრისას, ლევანდოვსკიმ აღნიშნა, რომ "ბორუსიის" წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"დორტმუნდში" თამაში სასიამოვნოა. მიყვარს, როდესაც "ბორუსიისთვის" ყველაფერს ვაკეთებ და მინდა კლუბს გამარჯვებები მოვუტანო", - თქვა ლევანდოვსკიმ.  

პოლონელმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის ბოლო მატჩში "ფრაიბურგის" წინააღმდეგ დუბლი მიითვალა.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114866