თამაშგარე

16:15 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოსვკის ცოლის მამაშიგერი

თუკი ვინმე დორტმუნდის “ბორუსიას” პოლონელი ვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის ცოლის, ანა ლევანდოვსკას ”შებმას” დააპირებს, მინიმუმ შავი ქამარი მაინც უნდა ჰქონდეს კარატეში, თორემ ეს ერთი შეხედვით უწყინარი ასული მამაშიგერში ისეთს მოსცხებს, კაცი ვერ აფხიკავს მიწიდან.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რობერტ ლევნადოვსკის ცოლი, უკანასკნელი რამდენიმე წელია კარატეში ვარჯიშობს და უკვე იქამდეც კი ”გაქაჩა”, რომ მოყვარულ ქალთა შორის ტურნირებში იღებს მონაწილეობას და თქვენ წამროიდგინეთ – იმარჯევბს კიდეც.

ამასწინათ ამ ჩვენს ტანფეხოსან ანა ლევნადოვსკას (რომელიც წარმოშობით ჩეხი ასული გახლავთ) ჩეხეთის სახელით ერთ-ერთ მოყვარულთა ტურნირზე გაუმარჯვია და თავისი გამარჯვების შესახებ მსწრაფლივ ამცნო მთელს მსოფლიოს. რატომ არ ამცნობდა ვითომ? სამაყო არაა თუ?...

0.158205