სხვა

22:32 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანმა WFC ვერსიით მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტისგან მადლობის სიგელი მიიღო

3 ივლისს თბილისის სპორტის სასახლემ კიკბოქსინგში WFC ვერსიით K 1-ის ორთაბრძოლებს უმასპინძლა. გიგა ჭიკაძე K 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იაპონელ სპორტსმენს ნაოკი სამუკავას დაუპირისპირდა და ჩემპიონისთვის განკუთვნილი ქამარიც მოიგო.

პარალალელურად გაიმართა სარეიტინგო ორთაბრძლები, რომელშიც მონაწილეობას ჰოლანდიელი, არგენტინელი, იაპონელი, სურინამელი, რუსი, სომეხი და ქართველი მებრძოლები იღებდნენ.

სპორტის სასახლეში ჩატარებული ტურნირის შემდეგ WFC ვერსიით მსოფლიოს ფედერაციის პრეზიდენტმა როი პატლივალმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს საქართველოში ჩატარებული ტურნირის ორგზანიზებაში შეტანილი წვლილისთვის და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 6 აგვისტოს მადლობის სიგელი მინისტრს გიგა ჭიკაძემ გადასცა. მანვე გაგვაცნო თავისი უახლოესი გეგმები.

გიგა ჭიკაძე: “სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს მადლობის სიგელი გადავეცით. ახლა ამსტერდამში ვბრუნდები, მზადებას დავიწყებ და მალევე ფილადელფიაში წავალ, სადაც ორკვირიან შეკრებას გავივლი. ამის შემდეგ ისევ ამსტერდამში ჩავალ და 27 სექტემბერს “სუპერკომბატის” ვერსიით გასამართი ბრძოლისთვის მოვემზადები.

ჩემი მეტოქე სურინამელი სედრიკ მანჰოეფი იქნება, რომელიც ძალიან ძლიერი სპორტსმენია. უმძიმესი ბრძოლა მელის. ეს შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს და ევროსპორტის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ქართველ გულშემატკივარს შეხვედრისთვის თვალის მიდევნება თბილისის დროით 23:00 საათიდან შეეძლება”.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.055487