სხვა

2:29 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი სპორტის სლოვენიელ ექსპერტებს შეხვდა

14 აპრილს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე სლოვენიელ სპორტის ექსპერტებს ზორან ვეროვნიკს და დარკო რეპენშეკს შეხვდნენ.

სლოვენიელი სპორტის ექსპერტები თბილისში 15-16 აპრილს გასამართ კონფერენციაზე “სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: გამოწვევები და პერსპექტივა” დასასწრებად და გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ.

ზორან ვეროვნიკი – მდივანი, სპორტის საერთაშორისო ურთიერთობები სპორტში, სპორტის დეპარტამენტი, სლოვენიის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო. 1991 წელს მუშაობა დაიწყო სლოვენიის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში, პირველად საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში და შემდგომ 1994 წელს გადაინაცვლა სპორტის დეპარტამენტში, სადაც პასუხისმგებელი იყო სპორტის მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობებზე.

2003 წლიდან არჩეულ იქნა სპორტში უმაღლესი ეროვნული ჯილდოს – ბლუდეკის კომიტეტის მდივნად. 2001-2003 წწ. იგი აირჩიეს ევროპის საბჭოს (ქ.სტრასბურგი) სპორტის განვითარების კომიტეტის (CDDS) ხელმძღვანელად. 2005-2006 წწ. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩეულ იქნა სლოვენიის რესპუბლიკის წარმომადგენლად EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) დამფუძნებელი კომიტეტში.

დარკო რეპენშეკი – მდივანი, სპორტის განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, სპორტის დეპარტამენტი, სლოვენიის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრო. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

2013 წლიდან ის მუშაობს სლოვენიის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტში არსებული სპორტისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსად;  ამავე სამინისტროში ის ხელმძღვანელობდა ინვესტიციებისა და განვითარების სექტორს და სპორტულ ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებს. რეპენშეკი არის საჯარო ადმინისტრირებისა და სპორტის შესახებ მრავალი სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის ავტორი.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.117995