სხვა

13:58 | 12.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან ყიფიანი ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

12 ივნისს, სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტს ადამ როზიკს და ამავე ფედერაციის გენერალურ მდივანს მატიაშ პეჩოვნიკს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ლექსო გუგავა.

ქართულმა მხარემ ევროპელი კოლეგებისგან საქართველოში საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღო. ქართული მხარის სურვილია უახლოეს მომავალში საქართველომ, რომელიმე სპორტის სახეობაში ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატს უმასპინძლოს, რაზეც მზადყოფნა ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციამაც გამოთქვა. მოლაპარაკების შემდეგ გაირკვევა, რომელ სპორტის სახეობებში უმასპინძლებს საქართველო ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებს და კონკრეტულად როდის. 

ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის ხელმძღვანელები თბილისში საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მოწვევით ჩამოვიდნენ. თბილისშია ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის აღმასკომის 22 წევრიც, რომლებიც 13-14 ივნისს აღმასკომის სხდომას დაესწრებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებენ.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060534