ფეხბურთი

10:52 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კაკუბავა “ომონიაში” ითამაშებს

 

ცხინვალის “სპარტაკის” ყოფილი ფეხბურთელი ლევან კაკუბავა ნიქოზიის “ომონიაში” ჩაირიცხა. 23 წლის მცველმა სიახლე დაგვიდასტურა:

- ერთი თვით ადრე ვიცოდი რომ “ომონიას” ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო ჩემით, საქართველოში მცველს ეძებდნენ და ჩემმა აგენტმა შესთავაზა ჩემი ვარიანტი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას.

- კონტრაქტი რამდენ წლიანია?

- ორწლიანია. 

- დღევანდელ თამაშზეც გკითხავ. შენ ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ხარ. როგორი განწყობაა გუნდში?

- ვთვლი რომ ჩვენი პირველი მეტოქეს არაბეთისგან განსხვავებით ემირატები შედარებით უფრო კარგი გუნდია. მართალია მატჩი ამხანაგურია, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვაქვს ღირსება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ. გუნდში მებრძოლი შემართებაა და იმედია შედეგიც სასურველი გვექნება.

- წარმატებებს გისურვებთ.

 

 

ედემ  ელერჯია

 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127954