თამაშგარე

11:57 | 2.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

ლეო მესის ტკბილ-მწარე დასვენება

სანამ ევროპაში კონტინენტის საფეხბურთო პირველობა მიმდინარეობდა, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლეო მესი კუთვნილ და დამსახურებულ შვებულებას ლამაზად და საინტერესოდ ატარებდა. არგენტინელი არ ღალატობს ცხოვრების წესს და ტრადიციულად, მყუდრო და ნაკლებად ხალხმრავალ გარემოში ამჯობინებს დასვენებას.
24 ივნისს, დაბადების დღის მოკრძალებულად აღნიშვნის შემდეგ, ლეო მესი პერუში გაემგზავრა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. იქიდან სამშობლოში დაბრუნდა და ბუენოს აირესში გასტროლებზე ჩასული ამერიკული მიუზიკლების თეატრის სპექტაკლს დაესწრო.
მიუხედავად დასვენებისა, როგორც არგენტინული გაზეთები წერენ, ლეო მესი მაინც ძველებურად ინარჩუნებს სპორტულ ფორმას და კვების რაციონიც შეზღუდული აქვს. მესის არაერთხელ უთქვამს, რომ ტკბილეული ძალიან უყვარს, მაგრამ ყოველთვის ერიდება ზედმეტი ტკბილეულის მიღებას. ჭეშმარიტი სპორტსმენი ალბათ სწორედ ასე უნდა იქცეოდეს!
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.156166