დაახლოებით ერთი თვეა, რაც არგენტინელი ფეხბურთელი, ლაიონელ მესი, მამა გახდა. კატალონიის ”ბარსელონას” სუპერფეხბურთელს, მილოცვები პლანეტის თითქმის ყველა წერტილიდან მისდის, მაგრამ როგორც თავად მესი აცხადებს, ბოლომდე ჯერ კიდევ არა აქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ მამაა!
“უბედნიერესი ადამიანი ვარ. უკვე მამა გავხდი! მაგრამ, გამოგიტყდებით და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ პატარა ტიაგო ჩემი შვილია. მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ მამობის გაცნობიერება რთული ამბავი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მე ამ მხრივ ზედმეტად ემოციური ადამიანი გამოვდექი” – ამბობს ლეო მესი.
პატარა ტიაგო მესის დედა, ანტონელა როკუსო, როგორც იცით, ლეო მესისთან ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება და დღემდე მხოლოდ მეგობარი გოგოს სტატუსს ატარებს. ბოროტი ენები ამბობენ, ლეო მესის ანტონელა ცოლად იმიტომ არ მოჰყავს, რომ გაყრის შემთხვევაში ქონების გაყოფის ეშინიაო. ჩვენი საქმეა, დავიჯერებთ თუ არა ამ ჭორს...







