ფეხბურთი

20:35 | 29.12.2010 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ქებაძე - იმერეთიდან იმერეთში

27 წლის ნახევარმცველი ლაშა ქებაძე ერთი იმერული კლუბიდან მეორეში გადავიდა – “სამტრედიის” ერთ-ერთმა ლიდერმა ქუთაისის “ტორპედოსთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 3 იანვარს დაიწყებს ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს.
ქებაძეს რამდენიმე ქართულ კლუბში უთამაშია, ყველაზე კარგი სეზონები კი 2004-2005 და 2006-2007 წლებში ჩაატარა. პირველად თბილისის “ლოკომოტივში” საქართველოს თასი მოიგო, მეორედ კი რუსთავის “ოლიმპში” ქვეყნის ჩემპიონი გახდა.   
ილია ნანობაშვილი


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122968