თამაშგარე

10:48 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლარისა რიკელმე ჰოლივუდში წასასვლელად ემზადება

პარაგვაელმა სკანდალურმა ლამაზმანმა, ლარისა რიკელმემ საკუთარი პოპულარობისათვის ისეთი შემართებითა და შეუპოვრობით იბრძოლა, რომ ადვილი შესაძლებელია სულ მალე სანუკვარი საწადელი აისრულოს და ჰოლივუდურ ფილმში მიიღის მონაწილეობა.

პარაგვაის ნაკრების მკერდგამოზნექვით ქომაგობით სახელგანთქმული ლარისა ბოლო პერიოდში მსახიობის ხელობას ეუფლება და შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს გამგზავრებას. მას თურმე რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება მიუღია ამერიკელი რეჟისორებისგან.

რა როლი შეიძლება შეასრულოს ლარისა რიკელმემ ჰოლივუდურ ფილმებში? - ამის გამოცნობა ალბათ არც ისე რთული უნდა იყოს. პოლიციელ, ანდა ადვოკატ ქალად ლარისა რომ ვერ იმსახიობებს - ცხადია. ქალს ასეთი სხეულის ფორმები ქონდეს, ადვოკატად ვინ მოაცდენს... 

 

0.15636