გაიმართა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის “ა” ჯგუფის 26-ე ტურის მატჩები. ლიდერმა ლანჩხუთის “გურიამ”, შინ “გაგრა” კაკალაძის (50-ე წთ), გოგობერიშვილისა (83) და კვერენჩხილაძის (90+4) გოლებით 3:1 დაამარცხა (გაგრელთაგან თავი ჭკუასელმა (60) გამოიჩინა) და რადგან მისმა უშუალო კონკურენტმა “სასკომ” “დინამო 2”-თან ფრედ (1:1) ითამაშა, უკვე 8 ქულით გაუსწრო. ლანჩხუთელთაგან მესამე გოლი კაპიტანმა გიგა კვერენჩხილაძემ გაიტანა, ჯამში 22 გოლი მოუგროვდა და ამ მაჩვენებლით, გიორგი ქვილითაიას დაეწია, რომელიც გაზაფხულიდან უნგრულ ”დიორში” თამაშობს.
26-ე ტური: რაჭა – ბეთლემი 3:0, ჭიათურა – მეშახტე 2:1, გურია – გაგრა 3:1, სულორი – სტუ 1:0, იმერეთი – სქური 1:0, სასკო – დინამო 2 1:1
- გურია (ლანჩხუთი) 25 21 2 2 69:15 65
- სასკო (თბილისი) 25 18 3 4 75:24 57
- დინამო-2 (თბილისი) 26 15 5 6 71:38 50
- გაგრა 26 15 3 8 51:28 48
- იმერეთი (ხონი) 26 10 5 11 28:34 35
- სტუ (თბილისი) 26 10 2 14 53:60 32
- სქური (წალენჯიხა) 26 8 7 11 27:40 31
- მეშახტე (ტყიბული) 26 8 6 12 28:51 30
- ბეთლემი (ქედა) 26 9 2 15 30:59 29
- ჭიათურა 26 7 6 13 26:42 27
- სულორი (ვანი) 26 5 4 17 21:59 19
- რაჭა (ამბროლაური) 26 5 3 18 29:58 18
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო