ჭიდაობა

15:25 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტანიძის გადაწყვეტილებას პრეზიდიუმმა მხარი არ დაუჭირა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში ყველაფერი ძველებურად რჩება. პრეზიდენტ ლუკა კუტრტანიძის მიერ თავისუფალი და ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, რევაზ მინდორაშვილისა და ბეგი დარჩიას გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრეზიდიუმის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. სხდომაზე ნაკრების მოქმედ და ვეტერან მოჭიდავეებსაც მოუსმინეს, რომელთა მთავარი მოთხოვნაც კურტანიძის გადადგომა იყო. პრეზიდიუმმა კონკრეტული რეაგირებისაგან ამ შემთხვევაშიც თავი შეიკავა.

სიტუაციის დაწვრილებით შესწავლა ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს დაევალა. საბჭოს ხელმძღვანელის ვეტერან მოჭიდავე რომან რურუას განცხადებით, საკითხის შესასწავლად ერთთვიანი ვადაა გამოყოფილი. სწორედ ერთ თვეში მიიღებს სამეთვალყურეო საბჭო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს და პრეზიდიუმს წარუდგენს.

ლუკა კურტანიძის მოწინააღმდგეგე სპორტსმენები პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი დარჩნენ და განაცხადეს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტს ვაკის ფალავანთა კლუბში, საკუთარ კაბინეტში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა დღეს სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა. სამინისტროს წინ პრეზიდენტის გადადგომის მსურველი მოჭიდავეები, ვეტერანები და მწვრთნელები იყვნენ შეკრებილნი. სამინისტროში მისულ კურტანიძეს დამხვდურებმა კვერცხები ესროლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.169949