ჭიდაობა

11:46 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტანიძეს სამინისტროს წინ კვერცხები ესროლეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს. სამინისტროს წინ კი პრეზიდენტის გადადგომის მსურველი მოჭიდავეები, ვეტერანები და მწვრთნელები არიან შეკრებილნი. სამინისტროში მისულ კურტანიძეს დამხვდურებმა კვერცხები ესროლეს.

შენობას პატრულის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა იცავს. სხდომა კი არა მარტო მოწინააღმდეგეებისთვის, არამედ ჟურნალისტებისთვისაც დახურულია. მასზე კურტანიძემ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების ახალი სამწვრთნელო შტაბები უნდა დაასახელოს.

გავრცელებული ხმების მიხედვით, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს გიორგი გოგშელიძეს ჩააბარებენ, ბერძნულ-რომაულს – მიხეილ სალაძეს.

 

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108523