ფეხბურთი

14:17 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოშტას ტრავმა სერიოზული არაა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა დიეგო კოშტამ, ტრავმის გამო ნაკრები დატოვა და ლონდონში დაბრუნდა.

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის დავიდ სილვას განცხადებით, იგი კოშტას ელაპარაკა და საბედნიეროდ, ესპანელის ტრავმა სერიოზული არაა.

შეგახსნებებთ, რომ კოშტას მაგივრად, ვისენტე დელ ბოსკემ "ფურია როხას" შემადგენლობაში, "ბარსელონას" ფეხბურთელი მუნირ ელ ჰადადი შეიყვანა.

იმ შემთხვევაში, თუ კოშტას სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით განვითარდება, ესპანელი, შესაძლოა, 13 სექტემბერს "სტემფორდ ბრიჯზე", პრემიერლიგის მეოთხე ტურის მატჩში "სუონსის" წინააღმდეგადაც ვიხილოთ.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130997