კალათბურთი

19:05 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოკოშკოვმა 4 კალათბურთელი დაითხოვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელიც ამჟამად სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში იმყოფება, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 15 მოთამაშის შემადგენლობით გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ხვალ ქართველი კალათბურთელები იტალიისკენ აიღებენ გეზს, სადაც ქალაქ ტრენტოში საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ეროვნული გუნდი აპენინებზე 15 კალათბურთელით ჩავა, ხოლო 4 კანდიდატი, რომელმაც სლოვენიაში პირველი შეკრება გაიარა, თბილისში დაბრუნდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით, ნაკრებს უკანახაზელები – რევაზ როგავა და მერაბ ბოქოლიშვილი, ფორვარდი ბექა ჩიკვილაძე და ცენტრი რიჩარდ მათიაშვილი გამოაკლდნენ. ამდენად, ეროვნული გუნდის რიგებში შემდეგი კალათბურთელები დარჩნენ.

მოთამაშე

პოზიცია

გუნდი 2011-12

გიორგი ცინცაძე

უკანახაზელი

ბუდიველნიკი, უკრაინა

ოთარ ფხაკაძე

უკანახაზელი

ვერმონტი, NCAA, აშშ

მანუჩარ მარკოიშვილი

უკანახაზელი, ფორვარდი

გალათასარაი, თურქეთი

ბესო ლეჟავა

უკანახაზელი

არმია

დუდა სანაძე

უკანახაზელი

სან დიეგო, NCAA, აშშ

რიკი ჰიკმენი

უკანახაზელი

მაკაბი, ისრაელი

ანატოლი ბოისა

უკანახაზელი, ფორვარდი

არმია

ლევან ფაცაცია

ფორვარდი

ოლიმპი

ვიქტორ სანიკიძე

ფორვარდი

მონტეპასკი, იტალია

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

ფორვარდი

ჩემპვილი, ლიბანი

ბექა ბურჯანაძე

ფორვარდი

კახასოლი, ესპანეთი

ნიკა მეტრეველი

ფორვარდი, ცენტრი

პაფონი, იტალია

გიორგი შერმადინი

ცენტრი

ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი

გიორგი შარაბიძე

ცენტრი

არმია

ლუკ ზელერი

ფორვარდი, ცენტრი

ფინიქსი, NBA, აშშ

როგორც აღვნიშნეთ, ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტისთვის მზადების ციკლში, საწყის საკონტროლო მატჩებს იტალიაში ჩაატარებენ. საქართველოს ნაკრები 7 აგვისტოს თბილისის დროით 22:30 საათზე მასპინელ იტალიას ეთამაშება, 8-ში – 20:00 საათზე – პოლონეთს, ხოლო 9-ში 20:00 საათზე – ისრაელს. ტრენტოს ტურნირის შემდეგ, ქართველები პოდჩეტრტეკში დაბრუნდებიან და 13 აგვისტომდე მორიგ შეკრებას გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.100978