ბულგარეთში ფეხბურთელებისა და საფეხბურთო ფუნქციონერების ბედი, ბოლო პერიოდში, მოდელებთან და მსახიობებთან ხშირად იკვეთება. შეიძლება ითქვას, რომ ბულგარეთში ეს ერთგვარ მოდადაც კი იქცა და სწორედ ამის გამო, ბულგარულ ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები მსოფლიო ”ყვითელი პრესის“ ინტერესის ქვეშ ხშირად ექცევიან.
ბულგარული საფეხბურთო კლუბის, პლოვდივის ”ლოკომოტივის” მფლობელსა და პრეზიდენტს - კოკო დინევს, უკვე სამი წელია, რაც ცოლად ბულგარელი მსახიობი და ყოფილი სექს-სიმბოლო, ემილია ჰყავს. ემილიას და კოკოს შესახებ ბულგარეთში და არამხოლოდ იქ, ათასგვარი ჭორი ვრცელდება.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს, თუმცა, უცნაური ისაა, რომ ემილია ქუჩაში შვილთან ერთად თითქმის არავის უნახავს. ამის მიზეზებზე საუბარი ყველას უჭირს. მაგრამ, გაჩნდა ეჭვი, რომ კოკო დინევი “ცოტა სხვანაირი” მამაა და თავის ჭკუამხიარულ ცოლს ბავშვს არ ანდობს. ასეთი უცნაური კაცი საფეხბურთო კლუბს როგორ მართავს, ეს თავად განსაჯეთ...







