თამაშგარე

17:15 | 17.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტს ცოლთან განშორება უჭირს

სახელგანთქმული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი ოჯახთან ერთად ჰოკეის გუნდის, “ლოს ანჯელეს კინგზის” მატჩზე იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ კობი და მისი მეუღლე ვანესა განქორწინების პროცესში იმყოფებიან. ოჯახის ახლობლის თქმით, 33 წლის კობი ყველანაირად ცდილობს სატრფოს დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. გარდა ამისა, 29 წლის ქალბატონი ოფიციალურ განშორებას არ ჯერდება და კალიფორნიიდან მანჰეტენში გადაბარგებას აპირებს. მიზეზად კი, იმას ასახელებს, რომ “ლეიკერსის” მოთამაშეების ცოლები და ფანები ვერ იტანენ. საყვარელ მეუღლესთან და ქალიშვილებთან (9 წლის ნატალია და 5 წლის ჯიანა) დაშორება NBA-ის სუპერვარსკვლავს ძალიან გაუჭირდება. აქვე გეტყვით, რომ განქორწინების შემდეგ, ვანესა 75 მილიონ დოლარს მიიღებს, ამიტომ, კობის მისი დაბრუნების იმედი არ უნდა ჰქონდეს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.084155