ჩოგბურთი

18:43 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კმაყოფილი რაფა ჩინელ ქომაგებს მადლობას უხდის

სამთვიანი პაუზის შემდეგ კორტსდაბრუნებულმა რაფა ნადალმა რიშარ გასკეს დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ფრანგთან შეხვედრაზე, საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობასა  და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“დღევანდელი ასპარეზობით უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს. სამთვიანი უქმობის შემდეგ გასკეს დამარცხება კარგის მომასწავებელია. დამაჯერებლად და პრაქტიკულად უშეცდომოდ ვითამაშე. უმთავრესი ისაა, რომ კვლავ კორტზე ვარ. მომდევნო მატჩშიც მოგებისთვის ვითამაშებ და ტურნირზე გამარჯვებისთვისაც ვიზრუნებ. პეკინზე რთული საასპარეზო ბადეა და ყოველი მომდევნო შეხვედრა ჩემთვის შესაძლებლობების გამოცდაა. მადლობას ვუხდი პეკინელ გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და მიქომაგეს”, - განაცხადა რაფამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126488