თამაშგარე

11:27 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთხელ დელ პიეროებზე

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ალესანდრო დელ პიეროს პოპულარული მეუღლე, სონია ამორუზო, ჟურნალისტებთან საუბარში “დელპოსთან“ გატარებულ წლებს იხსენებს და ამ პერიოდს მის ცხოვრებაში “საოცარ და ყველაზე ბედნიერ ხანას“ – უწოდებს

დელ პიეროს მეუღლე მჭერმეტყველებით ყოველთვის გამოირჩეოდა და ალბათ სწორედ ამიტომაც მოინდომა ამ სამი წლის წინ, წიგნის დაწერა, სადაც ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის პირად ცხოვრებაზე ბევრი რამ აღიწერებოდა. თუმცა რატომღაც მაშინ ეს პროექტი ჩავარდა.

სონია ამორუზო აპენინის ნახევარკუნძულის მკვიდრი ცნობილი ადამიანების მეუღლეთაგან გამორჩეულად კარგი დედაა და როგორც დელ პიერო ამბობს, მისი შვილების საუკეთესო თვისებები და მოწესრიგებულობა სწორედ დედის დამსახურებაა. თვითონ ფეხბურთელი კი აღიარებს, რომ წესრიგი მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არაა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119755