თამაშგარე

11:09 | 30.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

კაზანოვა მარიო ბალოტელი

ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია და საყოველთაოდაცაა ცნობილი, როგორ ნადირობენ ლამაზმანები ცნობილ ფეხბურთელებზე და მათ სქელ ჯიბეებზე. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ არც ფეხბურთელები რჩებიან ვალში _ სარგებლობენ რა თავისი სტატუსით, ხელთათმანებივით იცვლიან ქალებს.
ასეთთა რიგებს მიეკუთვნება იტალიის ნაკრების შავკანიანი ფორვარდი მარიო ბალოტელი, რომელიც ახლა ნისლიან ალბიონზე თამაშობს ფეხბურთს და მართლაც რომ ხელთათმანებივით იცვლის ლამაზმანებს. მის მკლავებში ნებივრობდნენ ისეთი სახელგანთქმული მოდელები, როგორებიც არიან მელისა კასტანიოლი, არიანა ნეკი, კარლა ველი, ბარბარა გუერუ..
ამჟამად იგი სოფი რიდს ხვდება, რომელიც რეალითი შოუ „დიდი ძმის“ გამარჯვებულია. თუმცა, ცოტა ხნის წინ ფეხბურთელი სხვა ლამაზმან ფეი ივეტთან გამოიჭირეს ღამის კლუბში. აღშფოთებულმა სოფიმ “ტვიტერზე” მარიოს სალანძღავი ტექსტი გამოაქვეყნა. მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ფეი სოფის დაქალია, ალბათ არც მას აწყენდა “კბილის გაკვრა”.
თუმცა, არ ღირს მარიო იმად, რომ ქალებმა ერთმანეთს (ბოლოს და ბოლოს დაქალები არიან) სახე ჩამოკაწრონ და თმები დააგლიჯონ. მექალთანე მარიო, ალბათ მალე დაივიწყებს ამ მოსაწყენ სასიყვარულო ინტრიგასაც და, ღმერთმა უწყის რიგით მერამდენე რომანს წამოიწყებს სხვა ლამაზმანთან.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091153