რაგბი

16:19 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კავკასიელები” “როვიგოს” “მიხეილ მესხზე” დაუხვდებიან

სასიამოვნო სიახლეა ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მცდელობამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის განმეორებითი მატჩი “თბილისის კავკასიელებსა” და იტალიურ “როვიგოს” შორის “მიხეილ მესხზე” გაიმართება.

“მინდა უღრმესი მადლობა გადავუხო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც “როვიგოსთან” განმეორებითი მატჩის ჩასატარებლად “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონი დაგვითმო” - “მსოფლიო სპორტთან” სიხარული ვერ დამალა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

თავისთავად ცხადია, რომ ეს უდიდესი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯია “ჩელენჯ ქაფის” ჯგუფური ეტაპისკენ. თავად განსაზღვრეთ, “ავჭალაზე” მხოლოდ 2 ათასი მაყურებელი ეტევა, ამ თამაშის ხილვის მსურველი კი ბევრად მეტია, “მიხეილ მესხის” 25-ათასიანი ტრიბუნა ყველას დაიტევს და უფრო მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის შეძახილები ქართველ მორაგბეებს მეტოქის სასურველი სხვაობით დამარცხებაში დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ ევროტურნირების სადებიუტო მატჩში, საქართველოს კლუბების ნაკრები იტალიაში ადგილობრივ “როვიგოსთან”, რომელსაც “ჩელენჯ ქაფზე” თამაშის უდიდესი გამოცდილება აქვს, მხოლოდ 4 ქულის სხვაობით დამარცხდა (18:22) და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა რაგბიში სრულებით შესაძლებელია. გასათვლისწინებელია ისიც, რომ იტალიელთა სამივე ლელო ქართველთა შეცდომების და შემთხვევითობის შედეგია და ამის გამოსწორებაზე მწვრთნელები და მოთამაშეები უკვე ზრუნავენ.

“ავჭალიდან” “მიხეილ მესხზე” თამაშის გადატანით არ შეცვლილა თამაშის ჩატარების დღე და დრო -  ის 27 სექტემბერს 17 საათზე დაიწყება. არ შეცვლილა მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასიც - 2 ლარი. შეგახსენებთ, რომ იტალიაში ამ გუნდების თამაშის ხილვა 12 ევროდ იყო შესაძლებელი, რასთან შედარებითაც 2 ლარი მიზერია და ქართული რაგბის გულშემატკივარი ვალდებულია სტადიონი პირთამდე თუ არა სანახევროდ მაინც შეავსოს. ბილეთები პარასკევს და შაბათს სტადიონის სალაროებში გაიყიდება.
მაშ ასე, შაბათს, 27 სექტემბერს, საღამოს 17 საათზე, ქართული რაგბის გულშემატკივრები ვიკრიბებით ვაკეში, “მიხეილ მესხზე”, რათა ერთად ვუქომოგოთ “თბილისის კავკასიელებს” და ერთად ავღნიშნოთ ისტორიული გამარჯვება!

ამ გუნდებს შორის იტალიაში გამართული პირველი მატჩის ვიდეო

https://www.youtube.com/watch?v=HJh6mXK0oqA

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101472