უნგრელი მოკრივე, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კაროლ ბალზაი, 21-ე საუკუნის სენს – კიბოს ებრძვის. 34 წლის ბალზაის, ექიმებმა ლიმფური სისტემის კიბო დაუდგინეს. იგი ქიმიოთერაპიის კურსებს ბუდაპეშტში, წმინდა ლასლოს კლინიკაში გადის.
შეგახსენებთ, რომ კაროლ ბალზაის, - 76,2 კილოგრამ წონით კატეგორიაში -ანგარიშზე 27 გამართული ბრძოლიდან 25 გამარჯვება აქვს მოპოვებული., აქედან 18 ნოკაუტით დაასრულა, ხოლო ორ შეხვედრაში დამარცხდა.
დაამარცხებს თუ არა ამ უმძიმეს სენს ბალზაი, ნოკაუტით თუ არა სუფთა “მოგებით” მაინც, ეს ალბათ ექიმების პროფესინალიზმზე და მოკრივეს სულიერ და ფიზიკურ მხნეობაზეა დამოკიდებული.







