თამაშგარე

19:35 | 30.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

“კარი გაუღეთ მელიას“

ბრიტანულმა საქველმოქმედო ფონდმა, სახელწოდებით – “უფლის ხმა“, ინგლისური საფეხბურთო კლუბის - “ლესტერის“ ხელმძღვანელობა ერთობ ორიგინალურ და უცნაურ საქველმოქმედო აქციაზე დაითანხმა. აქციას ერქმევა “კარი გაუღეთ მელიას“ და როგორც დასახელებიდან ჩანს, “ლესტერ სიტის“, რომელსაც სხვაგვარად “მელიებსაც” უწოდებენ, ფეხბურთელები, საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, კარდაკარ ივლიან და ამ გზით ააგროვებენ თანხებს, რომლებიც უპატრონო ბავშვების დასახმარებლად იქნება გამიზნული.
“გასაგებია, რომ “ლესტერი“ საფეხბურთო კლუბია და რთული სავარჯიშო გრაფიკის გამო, ყოველთვის ყველა ფეხბურთელს არ ეცლება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ დღეში ერთი ფეხბურთელიც რომ გამოგვაყოლოს, ეგეც საქმე იქნება, რადგან ფეხბურთელებს ინგლისში დიდ პატივს სცემენ და თუკი ისინი იტყვიან, რომ უპატრონო ბავშვების დასახმარებლად ფული გროვდება, ბევრი მოქალაქე გაიღებს მოწყალებას“, – აცხადებს ფონდ “უფლის ხმის“ ხელმძღვანელი პიტერ ბეროუზი, რომელიც აღიარებს, რომ ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს და ამგვარ აქციაში ფეხბურთელების ჩართვა მისმა ძმამ ურჩია, რომელიც “ლესტერის“ თავგადაკლული ქომაგი გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090328