თამაშგარე

12:56 | 25.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

კარდაშიანი და ჰემფრისი ერთმანეთს დაშორდნენ

ცნობილი ამერიკელი მოდელის, ტელეშოუს წამყვანის და მსახიობის, კიმ კარდაშიანისა და კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის, კრის ჰემფრისის საქორწილო იდილია სულ 3 თვე გაგრძელდა. (არადა, ეს წყვილი ერთმანეთის უსაზღვრო სიყვარულში გამუდმებით ყველას არწმუნებდა) ცოტა ხნის წინ, ახლადშეუღლებული მოდელი და კალათბურთელი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდნენ.

როგორც ოკეანისგაღმელი ტაბლოიდები ირწმუნებიან, წყვილის დაშორების მიზეზი სომხური წარმოშობის მოდელის ცხოვრების წესი ყოფილა, რამაც კრის ჰემფრისი საშინლად გააღიზიანა და გაყრა სწორედ მან მოითხოვა. კალათბურთელმა ვერ აიტანა, რომ მისი ცოლი მუდმივად დაკავებული იყო, კუდში მუდმივად პაპარაცები დასდევდნენ და ფაქტობრივად, არ რჩებოდა დრო, რომ ქმართან ერთად განმარტოვებულიყო.
არადა, გრანდიოზული ქორწილი, რომელიც სამი თვის წინ კარდაშიანმა და ჰემფრისმა გადაიხადეს, დღემდე ამერიკელი ჟურნალისტების ერთ-ერთ მთავარ განსახილველ თემად რჩება. ქორწილი გრანდიოზულთან ერთად, ცოტა უცნაურიც იყო, რადგან მაშინ ახლადშეუღლებული წყვილის მიერ დაქირავებულმა მენეჯერებმა ქორწილში ელემენტარული წესრიგის დაცვა ვერ უზრუნველყვეს. ასე რომ, ცუდად დაწყებული ამბავი ცუდადვე დასრულდა...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160766