ფეხბურთი

1:30 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა უკრაინაში გალიდერდა

უკრაინის პრემიერლიგას სათავეში ჯაბა კანკავას “დნიპრო” მოექცა, რომელმაც მე-7 ტურის დასკვნით მატჩში დონეცკის “ოლიმპიკს” 5:0 მოუგო და პირველი ადგილიდან დონეცკის გაცილებით სახელოვანი წარმომადგენელი “შახტარი” ჩამოაქვეითა.

გასულ მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. დნეპროპეტროვსკელთაგან დუბლი შეცვლაზე შესულმა ხორვატმა ფორვარდმა ნიკოლა კალინიჩმა შეასრულა, თითოჯერ თავი სელეზნიოვმა და პორტუგალიელმა ბრუნო გამამ გამოიჩინეს, ოლიმპიკელმა სიტნიკმა კი ავტოგოლიც შეაგდო.

“დნიპრომ” 19 ქულა მოაგროვა, მე-2 ადგილზე “შახტარია” 18 ქულით, მე-3 პოზიციაზე კი 17 ქულით კიევის “დინამო” დამკვიდრდა, რომელმაც დღესვე ლუცკის “ვოლინს” 4:1 სძლია.

0.112983