არგენტინელი ფეხბურთელი, კლაუდიო კანიჯა ალბათ გემახსოვრებათ. ანდა რა დაგავიწყებდათ იმ მართლაც შეუდარებელ ფეხბურთელს, რომელიც ფეხბურთის კარგად თამაშის გარდა, მეტად ორიგინალური ქცევითა და მანერებითაც გამოირჩეოდა...
ჰოდა, ამ კანიჯას ჰყოლია უკანონო შვილი, შარლოტა, რომელიც კლაუდიომ ოფიციალურად აღიარა თავის შვილად. ეს შარლოტა მამასავით გადარეული და აბსტრაქტული ვინმე ყოფილა. ამასწინათ ერთ-ერთ შოუში სტრიპტიზიც კი უცეკვია და სტრიპტიზის მოცეკვავეთა შორისაც გამოუჩენია თავი. (აქვე გთავაზობთ ამ შოუს ამსახველ ვიდეოს)
როგორც შარლოტა ამბობს, მისი ოცნებაა წარმატებული მოდელი გახდეს, თუმცა იქამდე რთული და მძიმე გზა აქვს გასავლელი. ამიტომ, ხალხში ცნობადობის მიღწევას შოუში სტრიპტიზის ცეკვით ცდილობს. მონდომებული გოგო კი ჩანს ისე...
https://www.youtube.com/watch?v=CLoJv9ZfJQw







