თამაშგარე

11:41 | 14.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნელი მოკრივეები ბრიტანეთში თავშესაფარს ითხოვენ

ხუთმა კამერუნელმა მოკრივემ, რომლებმაც ლონდონის თამაშებზე იასპარეზეს, ბრიტანეთში დარჩენის სურვილი გამოთქვეს.
გასულ კვირას აფრიკელმა მოკრივეებმა, მოცურავემ და ქალთა საფეხბურთო ნაკრების სათადარიგო მეკარემ, ოლიმპიური სოფელი ნებაყოფლობით დატოვეს. ასეთი საქციელი იმით ახსნეს, რომ კამერუნის ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელობა არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, მათ კარიერის დასრულებით ემუქრებოდა.
ერთ-ერთი მოკრივის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში დარჩენა პროფესიული განვითარებისთვის სურს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე, 15 წლის ეთიოპიელი ახალგაზრდა გაუჩინარდა, რომელიც ლონდონის თამაშებზე ოლიმპიურ ესტაფეტაში მონაწილეობისთვის მიიწვიეს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09457