თამაშგარე

12:14 | 1.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

კალებ მურის საზარელი გარდაცვალება

25 წლის პროფესიონალი ბურანით მრბოლი კალებ მური წინა კვირას “ასპენში იქს-გეიმსის” დროს მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა. მისი ნეშთი მხოლოდ გუშინ დილით გადაასვენეს კოლორადოში, მის ოჯახში.
ოჯახი უარს აცხადებს კომენტარების გაკეთებასა და გარდაცვალების დეტალებზე საუბარზე, მაგრამ როგორც პრესისთვისაა ცნობილი, სიკვდილის მიზეზი თავის ტვინის ტრავმა, შიდა სისხლდენები და გულის მუშაობის დარღვევაა.
სპორტსმენის ბოლო გამოსვლა სწორედ წინა სამშაბათს შედგა. თავისუფალი სტილით რბოლისას მისი ბურანი, რომლის წონაც 205 კილოგრამია, მოცურდა, ამობრუნდა და ზედ დაეცა მურს.
როგორც თავად შეჯიბრების ორგანიზატორები უცხადებენ პრესას, რაც არ უნდა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები, ეს მაინც ექსტრემალური სპორტის სახეობაა და რჩება რისკის ფაქტორი.
კალებ მური 2010 წლიდან მონაწილეობდა რბოლებში, ბურანზე მხოლოდ ერთთვიანი ვარჯიშის  შემდეგ დაჯდა და მას 4 მედალი ჰქონდა მოგებული.  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094091