იტალიელი ლამაზმანი - დებორა სალვალაჯო, რომელიც 8 წლის წინ, აპენინებზე ყველაზე ლამაზ ქალად დაასახელეს და “მის იტალიის” ტიტულიც არგუნეს, საყოველთაოდ ცნობილი გახდა იმით, რომ იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე არაერთ ფეხბურთელთან აქვს ნეტარი ღამეები გატარებული. ბოლო დროს, ქალბატონმა ერთი პერიოდი თითქოს ხელი აიღო ფეხბურთელების საწოლში ჩაკოტრიალებაზე, მაგრამ ამ ყაიდის ქალები ჩვეულებას მაინც ვერ ღალატობენ ხოლმე.
დებორა სალვალაჯო იტალიელ მოკალმეებს გამოუტყდა, რომ სექსუალური მრავალფეროვნების სიყვარული მისი უმთავრესი სისუსტე გახლავთ და აღიარა, რომ იტალიის სერია ”ა”-ში, პრაქტიკულად, არ არის კლუბი, რომლის ერთ ფეხბურთელთან მაინც რომ არ ჰქონოდა სექსი. სექსუალური პარტნიორების საერთო რაოდენობას კი, სალვალაჯო თურმე დიდი ხანია აღარ ითვლის, რადგან რამდენიმე ასეული საყვარელი ჰყოლია და სტატისტიკა აღარ აინტერესებს.
სამაგიეროდ, ჩვენ გვაინტერესებს სტატისტიკა და ელემენტარული არითმეტიკის მოშველიებით ვადგენთ, რომ იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე 20 კლუბიდან (რანგით მეორე ლიგაში გავადნილი გუნდები რომც არ ჩავთვალოთ), თუკი ერთი ფეხბურთელი მაინც დაუფლებია ქალბატონ დებორას, გამოდის, რომ არის კლუბები, სადაც ლამაზმანმა ნეტარყუჩობა სამ და მეტ ფეხბურთელთან განიცადა. მოკლედ, კალჩოშიო დასაქმებული მინიმუმ 30-40 ჯეელი მაინც გაუხარებია ამ უცნაურ ქალბატონს. ეს კი, სულაც არ გახლავთ უბრალო ამბავი...…







