ფეხბურთი

17:27 | 23.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

კაკუბავამ წვივი მოიტეხა

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისა და თბილისის “დინამოს” ცენტრალურ მცველ ლევან კაკუბავას საკმაო ხნით უქმობა მოუწევს.
“დინამოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კაკუბავამ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშისას ტრავმა მიიღო და ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ წვივის მცირე ძვალი აქვს მოტეხილი და ოპერაცია სჭირდება. როდის დაუბრუნდება კაკუბავა მინდორს, ჯერ უცნობია.
მიმდინარე სეზონში, 21 წლის მცველმა “დინამოს” რიგებში 7 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110442