ფეხბურთი

10:54 | 22.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაკაუ „შტუტგარტს“ ზაფხულში დაემშვიდობება

„შტუტგარტის“ 33 წლის თავდამსხმელი კაკაუ, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება, კლუბთან კონტრაქტის განახლებას არ აპირებს. Sport1.de-ს ინფორმაციით, „შტუტგარტის“ ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ იანვარში აცნობა ფეხბურთელს, რომ ურთიერთთანამშრომლობის ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. ეს კაკაუმაც დაადასტურა და იქვე დასძინა, რომ კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს, თუმცა სავარაუდო ვარიანტებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

მიმდინარე სეზონში კაკაუმ გერმანიის ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა. 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116564