ჭადრაკი

15:53 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა მერვეა, სიბაშვილი – ოცდამეერთე

სამხრეთ-აფრიკის ქალაქ დურბანში დასრულდა მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ღირსებას ორი მოზარდი იცავდა.

10 წლამდე ასაკის ბიჭებს შორის 11-დან 8 ქულა დააგროვა და IV-VIII ადგილები გაინაწილა ნიკოლოზ კაჭარავამ (1758), ხოლო ჩემპიონის ტიტული 9 ქულით ინდოელმა სარინ ნიჰალმა (2018) მოიპოვა.

16 წლამდე ჭაბუკებში მოასპარეზე გიორგი სიბაშვილმა (2335) 11-დან 6.5 დააგროვა და 21-ე ადგილზე გავიდა. ამ ასაკობრივ კატეგორიაში 9 ქულით ოქროს მედალი არგენტინელმა ალან პიშომ (2452) დაისაკუთრა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116105