ფეხბურთი

1:15 | 15.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟულიო სეზარი “ტორონტოში” გადავიდა

 

34 წლის ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი “ტორონტოში” გადავიდა. ამ ინფორმაციას კანადური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სეზარი “ქუინს პარკ რეინჯერსის” საკუთრებაში რჩება. ის “ტორონტოში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე, არენდით ითამაშებს.

ჟულიო სეზარი ქპრ-ში 2012 წელს გადავიდა. პირველი სეზონისგან განსხვავებით, მას წელს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბრაზილიელ კიპერს ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. გუნდის დროებით გამოცვლის მიზეზი სწორედ ესაა. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ბრაზილიის ნაკრების მეკარეს სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124577