თამაშგარე

12:51 | 28.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეს ქალი გადაეკიდა

მადრიდის “რეალის“ პორტუგალიელი მწვრთნელი ჟოზე მაურინიო, უკვე დიდი ხანია, რაც ცოლიან კაცთა რიგებში დგას და ევროპული ჩვეულების მიხედვით, მისადმი ტრფიალებას მშვენიერი სქესის წარმომადგენლები პირდაპირ და ალალად არ უნდა ამჟღავნებდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი არად უღირს ჟოზეს თანამემამულე ქალბატონს, ვინმე სამანტა მორეირას, რომელიც თურმე ჯერ კიდევ “პორტუში“ მწვრთნელობიდან მოყოლებული, დღე და რამე არ ასვენებს უჟმურ პორტუგალიელს და ამ ქალბატონს მადრიდში ხშირად ნახავათ “სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნებზე თუ საწვრთნელ ბაზაზე, “რეალის“ ვარჯიშის დროს...

როგორც სეუ ჟოზე აცხადებს, მისი მეუღლე სულაც არ ეჭვიანობს სამანტა მორეირაზე და ბოლომდე ენდობა ქმარს. ”ჩემმა მეუღლემ კარგად იცის, რომ ცნობილი ქმარი ჰყავს და რეალობა კი ისაა, რომ ცნობილ ადამიანებს ხშირად გადაეკიდებიან ხოლმე. მე ერთხელ, ჯერ კიდევ პორტუგალიაში მუშაობის დროს გავიცანი სამანტა მორეირა, რომელმაც მითხრა, რომ ვუყვარვარ, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამ ქალაბატონმა სამწუხაროდ ვერ გაიგო ის, რომ მე უკვე ცოლიანი კაცი ვარ და მასთან არანაირი ურთიერთობის დაწყებას არ ვაპირებ. ისე კი, ნამდვილად ვერ დავუშლი ვარჯიშებზე და თამაშებზე სიარულს. ეს მისი უფლებაა!“ – ამბობს პორტუგალიელი მწვრთნელი, რომელიც ღრმად მორწმუნე კათოლიკურ ოჯახში აღზრდილი გახლავთ და ცოლიანი რომც არ იყოს, ლამაზმანებში ზედმეტი “გალაღებისგან“ თავი შესაძლებელია თუნდაც რელიგიური მოტივებით შეიკავოს.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094572