თამაშგარე

10:37 | 27.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო დიდ ეკრანზე

 

ლონდონის “ჩელსის” ამჟამინდელი მწვრთნელი, სახლგანთქმული ჟოზე მოურინიო ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟი გახდა.

ფილმი კომპანია “სპორტს სტარ მედიამ” გადაიღო “პოკემონებისა“ და “კაპიტან ცუბასას“ სტილში. სიმკაცრითა და პირქუშობით ცნობილი, მაგრამ ამავე დროს ჭეშმარიტი პროფესიონალი მოურინიო, ამ ფილმში ქუჩის ბავშვებს ეხმარება, რათა ფეხბურთის ვარსკვლავები გახდნენ.

ერთ-ერთ პორტუგალიურ არხზე უკვე შედგა ფილმის პრემიერა და ეჭვი არავის ეპარება, რომ ის მალე გახდება პოპულარული და მისაბაძი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095186