იცოდით, რომ ჟოზე მოურინიუს ძალიან გამხდარი ქალები მოსწონს? ასეთ თემებზე სეუ ჟოზე, როგორც წესი, იშვიათად საუბრობს. ამიტომ, “ყვითელი პრესის“ ჟურნალისტებს მსგავსი ამბების გაგება ერთგვარი “შემოვლითი გზებით“ უწევთ ხოლმე. ამჯერად, ეს “შემოვლითი გზა“ ჟოზეს მეუღლე მატილდა მოურინიუ აღმოჩნდა, რომელმაც პრესის წარმომადგენლებს გულუბრყვილოდ გაუმხილა, რომ ჟოზე დიდი ხნის განმავლობაში მკაცრი კვებითი დიეტების დაცვას აიძულებდა, რადგან ძალიან მოსწონდა გამხდარი ცოლი.
ქალბატონმა მატილდამ ისიც თქვა, რომ სანამ იგი და ჟოზე მოურინიუ ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ფოტოსურათებიდან იცის, ჟოზეს სხვა გულისსწორებიც ძალიან გაჩხიკინებულები იყვნენ და ამის გამო, ქმარს არაერთხელ გახუმრებია. ჭამაში და სმაში საკმაოდ მოზომილ ჟოზეს, როგორც ჩანს, ქალებიც თავისნაირი – ზომიერიების დამცველები მოსწონს.
სხვათა შორის, ჟოზე მოურინიუ თავის ფეხბურთელებსაც ხშირად ებღვირება მომატებული კილოგრამების გამო და ჩაპუტკუნებულ შეგირდებთან ხშირად კონფლიქტსაც კი არ მორიდებია. ლონდონის “ჩელსიში“ მუშაობისას, ზაფხულის შესვენებიდან სამიოდე მომატებული კილოგრამით ლონდონში ჩასულ ისლანდიელ ეიდურ გუდიონსენს ჟოზემ თურმე ისეთი ამბავი აუტეხა, მისი ღრიალისგან მთელი საწვრთნელი ბაზა ზანზარებდა.




