ფეხბურთი

12:37 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟერარდ სარაგოსა: “კარგია, რომ სატურნირო ცხრილში მოწინავე ადგილებს ვიკავებთ”

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგი მე-2 ტურში, სტუმრად “ზესტაფონის” დამარცხების (3:2) შემდეგ, ქუთაისის “ტორპედო” ოთხშაბათს თავის საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა. ვარჯიშის მერე, ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა ესპანელმა ჟერარდ სარაგოსამ კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

ჟერარდ სარაგოსა: “დავიწყოთ იქედან, რომ ზესტაფონში ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. ვფიქრობ, რომ ცუდად რუსთავთანაც არ გვითამაშია, მაგრამ პირველ შემთხვევაში არ გაგვიმართლა, მეორეში კი - პირიქით. შეიძლება, კარგი მატჩი ჩაატარო, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვებული ვერ გამოხვიდე და ისეთი თავდაჯერებული არ იქნები, როგორიც მოგების შემდეგ. როდესაც კარგ თამაშს შედეგიც მოაქვს, ცხადია, მთლიანად კლუბში და გულშემატკივრებში კარგი განწყობაა. ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა მაინც კარგია, რომ სატურნირო ცხრილში მოწინავე ადგილებს ვიკავებთ.

რაც შეეხება სიახლეებს, გორის “დილასთან” მატჩი გადაიდო, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივად ვემზადებით. შაბათს, ორდღიან შესვენებას გამოვაცხადებთ, რითაც ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცემათ. ასევე, ვგეგმავთ საკონტროლო მატჩს “ტორპედოს” დუბლშემადგენლობასთან”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119757